. ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი, მამუკა ღლონტი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ორგანიზაციის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მიერ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების ინდექსი ქვეყანაში პრესის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ რეალობას არ ასახავს.
ღლონტის თქმით, შარშანდელთან შედარებით საქართველოს პროგრესი რეიტინგში მხოლოდ ომთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებით და შედარებითი ანალიზით აიხსნება.
"მე ზუსტად არ ვიცნობ ამ რეიტინგს და არ ვიცი, კონკრეტულად რის საფუძველზე მიიჩნევენ გამოკითხვის ავტორები, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა. აქ ალბათ შარშანდელი ომის ფაქტორი იყო გათვალისწინებული სახიფათოობის მხრივ ალბათ. ჩვენი არხი სწორედ ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" პირველი დასკვნის შემდეგ გათიშეს ორ ქალაქში და რით იხელმძღვანელეს, არ ვიცი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო პრესის თავისუფელბის ინდექსში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოაქვეყნა საქართველო 81-ე ადგილზეა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, შარშანდელითან შედარებით, როდესაც საქართველო 120-ე ადგილზე იყო, ქვეყნაში პრესის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა.