სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, ის გერმანიაში მრევლის ლოცვების იმედით მიემგზავრება.
"დღეს მივემგზავრები გერმანიაში, ბერლინში. იქ უნდა გამსინჯონ ექიმებმა. თქვენი ლოცვების იმედით მივდივარ. ილოცეთ ჩვენთვის. ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - ბრძანა პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
დღეს, 22 იანვარს,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში მიემგზავრება.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პატრიარქი სამედიცინო გამოკვლევისთვის მიემგზავრება, სადაც გეგმიურ სამედიცინო შემოწმების კურსს გაივლის.
პატრიარქი სამშობლოში 4 თებერვალს დაბრუნდება.