გლდანის მე-7 მიკრორაინის, მე-12 კორპუსში ცეცხლი დღეს გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია მე-6 სართულზე მდებარე ერთ-ერთი ბინის ნაწილი. ცეცხლის გაჩენის დროს სახლში უსინათლო მოხუცი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულები იყო მეხანძრეები და მაშველები, თუმცა ქალის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.
"ხანძარზე 7 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაციის დროს სახლში აღმოჩნდა დაახლოებით 80 წლამდე ქალბატონი, რომელიც მეზობლების თქმით უსინათლო იყო. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული განყოფილების უფროსმა, ნოდარ ჭუმბაძემ.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი დაუდევრობაა, ზუსტ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.