გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, კვლავ ჩაკეტილია ჯვრის უღელტეხილი. სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოძრაობა ნებადართულია გუდაურამდე.
აცხადებენ, ზვავსაშიშროების საფრთხის გამორიცხვის შემდეგ, ჯვრის უღელტეხილის მაგისტრალური გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია.