დღეს, 21 იანვარს, ევროპის საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით, წელს პირველად მსოფლიოს 39 ქვეყანაში თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გრანდიოზული გასართობი ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით 225 ადგილას ჩატარდება. მათ შორის საქართველოშიც.
საერთაშორისო თოვლის დღის ორგანიზატორების მთავარი მიზანი ამ დღეს ოთხიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვების გაერთიანებაა, რომლებიც ოჯახებთან ერთად გამოვლენ სათხილამურო ტრასებზე, თოვლიან გორაკებზე და ამ დღეს თამაშსა და სრიალში გაატრებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თოვლის საერთაშორისო დღეს საქართველოში 21 იანვარს გუდაური უმანპინძლებს. გასართობი ღონისძიებები ყველა ასაკის ბავშვებისა და უფროსებისთვის კურორტის მთელ პერიმეტრზე გაიშლება, გაიმართბა საცირკო სანახაობა, აშენდება თოვლის კოშკი, მოეწყობა სხავდასხვა კონკურსი. გაიმართება მხიარული სტარტები, ბავშვებს მულტიპლიკაციური გმირების ფორმებში ჩაცმული ანიმატორები გაართობენ. თოვლის დღესთან დაკავშირებით გუდაურში ბავშვები 400-მეტრიანი ბიგელით, მოძრავი ხალიჩებითა და სასრიალო მილებით უფასოდ ისარგებლებენ.
აღნიშნული ღონისძიებები უპრეცენდენტოა საქართველოში და კურორტის პოპულარიზაციას მნიშველოვნად შეუწყობს ხელს.
გასართობი ღონისძიებები თბილისის მერიისა და საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართება.