საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს პრობლემა არა საქართველოს მთავრობასთან, არამედ ქართველ ხალხთან აქვს.
"თუკი ვინმე ჯიუტად ამტკიცებს, რომ პუტინს პრობლემა საქართველოს მთავრობასთან აქვს, მათ რუსეთის პრემიერმა ცივი წყალი გადაასხა. როცა მან თქვა, აკუნინი ებრძვის, რადგან ის ქართველია, ამით გამოხატა, რომ მას პრობლემა აქვს ქართველობასთან, ქართველ ერთან და არა - საქართველოს რომელიმე მთავრობასთან. ეს ის არის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა კაცმა თავისი პირით თქვა. დღეს იგივე კავკასიელებზე გაიმეორა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ქვეყანა თავზე ენგრევა.