2011 წელს მსოფლიოში 2,1 მილიარდი ინტერნეტმომხმარებელი დაფიქსირდა. მათი თითქმის ნახევარი აზიის ქვეყნებზე მოდის.
აზიაში ინტერნეტმომხმარებლების 44 % ცხოვრობს, ევროპაში კი 23 %. ჩრდილოეთ ამერიკაზე ქსელის მომხმარებელთა 13 % მოდის, აფრიკაზე - 6 %, ახლო აღმოსავლეთზე - 3%, ხოლო ავსტრალიაზე - 1 %. ინტერნეტმომხმარებელთა ნახევარზე მეტი 25 წლამდე ასაკისაა.
ქვეყნებს შორის ლიდერი ჩინეთია, სადაც ინტერნეტს 485 მლნ. ადამიანი მოიხმარს. რაც შეეხება ვებგვერდებს, სულ 555 მლნ ვებგვერდი დაფიქსირდა 2011 წელს და უნდა აღინიშნოს, რომ 300 მლნ სწორედ რომ 2011 წელს შეიქმნა.
2011 წელს რეგისტრირებულია 3,15 მლრდ, ფოსტის ანგარიში. ყველაზე პოპულარული ელექტრონული ფოსტის გამომყენებელთათვის Microsoft Outlook-ია.