"პანტომიმის თეატრში ქართველებზე ხშირად უცხოელი მაყურებელი გვყავს", - განაცხადა საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელმა, ამირან შალიკაშვილმა.
"ასეთ თეატრში კარებს არ ამტვრევენ დასწრებაზე. პრემიერიდან მაქსიმუმ 3 დღესაა თეატრი გადაჭედილი. დანარჩენ დღეებზე თხოვნით და დაინტერესებით თუ მოვა ვინმე. უფრო ხშირად უცხოელები იაპონიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან გვსტუმრობენ ხოლმე. ქართველებისთვის ეს მაინც ახალი ხილია, მიუხედავად იმისა, რომ 50 წელია ვარსებობთ", - აღნიშნა შალიკაშვილმა.
ცნობისთვის, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში წელიწადში ერთი პრემიერა და ერთი ძველი სპექტაკლის აღდგენა უნდა მოეწყოს. ამჯერად თეატრი დათო შალიკაშვილი ახალ სპექტაკლზე მუშაობს, რომლის პრემიერაც იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი. მასში ახალგაზრდა თაობის მსახიობები მონაწილეობენ.