პოლიტიკური პარტიებისა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების ქონებაზე თუ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გადაწყვეტილების უფლება პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ექნება. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებას კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.
ბრძანების თანახად, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონით და "კონტროლის პალატის შესახებ" კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი იღებს.
შეგახსნებთ, რომ კონტროლის პალატას ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების უფლება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მიენიჭა.