ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაცული მოძრავი ძეგლების სიის შედგენის შემდეგ მონაცემები ინტერპოლსაც გადაეცემა. ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოძრავი ძეგლების სრული ჩამონათვალის გაკეთება აუცულებელია, რათა მათი გატანა საზღვრებს გარეთ არ მოხდეს.
"ბუკლეტის გამოცემის გარდა მნიშვნელოვანი იქნებოდა მოძრავი ძეგლების შესახებ სრული ჩამონათვალის გაკეთება, რომელსაც საქართველო არამხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არამედ ინტერპოლსაც გადასცემს", - აღნიშნა მან.