ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ფინანსურ განყოფილებას არჩილ რომანიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
"ფინანსური განყოფილება უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მართვას, რა თქმა უნდა, კანონიერების ფარგლებში. საფინანსო განყოფილების კომპეტენცია პირდაპირ მიბმული იქნება სხდომის გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა რომანიძემ.
დღევანდელ სხდომაზე განიხილება თვის ბიუჯეტის საკითხი და დამტკიცდება საარჩევნო კომისიის შინაგანაწესი.