საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერთან და ცნობილ ჩოგბურთელ ლეილა მესხთან ერთად ჩოგბურთის ახლად აშენებული კორტები მოინახულა.
კორტები 1.7 ჰექტარზე მოეწყო და ისანში, სპორტული კომპლექსის "ოლიმპიკის" მახლობლად მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა, 9 ღია და 2 დახურული კორტი. უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი კორტები საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს უმასპინძლებს.
ადმინისტრაციულ შენობაში მოწყობილია საშხაპეები, გასახდელები, ასევე იგეგმება სატრენაჟორო დარბაზისა და კაფეტერიის გაკეთება.