რუსეთში წინა საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის აფხაზეთში ვიზიტი შესაძლებელი გახდეს.
როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა ბიძინამ აღნიშნა, აუცილებელია მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აქცენტირება იმ მოვლენისა, რომ ილია მეორე შეშვებული იქნას თავის ეპარქიაში სასულიერო პირებთან ერთად და ამას პერმანენტული ხასიათი მიეცეს.
"იქნება ამ საკითხზე აქცენტირება შესაფერისი იყოს ახლა, როცა რუსეთში წინასაარჩევნო პერიოდია. აფხაზეთის ტერიტორიაზე სასულიერო პერების შესვლის დაშვებას საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია", - დასძიანა მამა ბიძინამ.