საქართველოს საგარეო საქმეთა დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ესტუმრა. გრიგოლ ვაშაძე ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, განიხილეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, განსაკუთრებული ყურადღება კი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროს პროექტებს დაუთმეს.
"დავგეგმეთ ჩვენი თანამშრომლობის ისეთი ასპექტები, როგორიც არის საერთაშორისო ორგანიზაციები, ქართული და თურქმენული ინიციატივების მხარდაჭერა სახელმწიფოების მიერ, თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში,"- განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ ასევე გამართა შეხვედრა თავის თურქმენ კოლეგასთან.