თუ აშშ და ევროკავშირი უფრო პრინციპულად მოეკიდებიან კრემლის ბოდვებს, მაშინ ეს ბოდვები არ განხორციელდება. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც საქრათველოში ამერიკის მიერ თავდაცვითის სარაკეტო სისტემების შესაძლო განლაგებას უკავშირდებოდა.
"ჰიპოტეტური შანსი რომ რუსეთმა ახალი აგრესია შეიძლება განახორციელოს ყოველთვის რჩება, სანამ სათავეში ისეთი პიროვნებაა, როგორიც პუტინია. მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სპეციფიურია, ვერ ეგუება საქართველოს სახელმწიფოებას იმ იმპერიალური ოცნების გამო, რომ ქართველები და ესტონელები სახელმწიფოებრივ ერებად არ მიაჩნია. პუტინს სურვილი აქვს, ეს ქვეყნები რუსულ იმპერიას მიუერთოს და ამის ყველაზე სერიოზულ საშუალებად გაზი, ნავთი და ორგანიზებული დანაშაული მიაჩნია" - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერზე ისიც მიუთითებს, რომ რუსეთი საგარეო ამოცანების მისაღწევად კალანშნიკოვის იყენებდა და ეს ვიკილიქსმა დაადასტურა.
დეპუტატის შეფასებით, პუტინისთვის ასევე მიუღებელია საქართველოში შემქნილი სოციალური მდგომარეობა, ქართული მართვის მოდელი და ხელისუფლება. დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან, დასრულებული ეკა ზღულაძით.
"ეს მისთვის სოციალური უცხო სამყაროა და უცხოპლანეტელები არიან მისთვის, რადგან პუტინის რეჟიმი დამყარებულია კაგებეს, კომკავშირისა და პარტიის ნომენკლატურასა და კლანებზე" - არნიშნა დარჩიაშვილმა.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, პუტინის აგრესიას ეს ორი მთავარი ფაქტორი იწვევს და დანარჩენი აქედან გამომდინარეობს, როგორიცაა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა და ნატო.
"ზოგადად რუსული პოლიტიკური ელიტის პრაგმატულობის მე მაინც მჯერა და თუ აშშ და ევროკავშირი უფრო პრინციპულად მოეკიდებიან კრემლის ბოდვებს მაშინ ეს ბოდვები არ განხორციელდება", - მიაჩნია დარჩიაშვილს.