ქვესადგურში „დიდუბე" სარემონტო სამუშაოების გამო 21 იანვარს 01 საათიდან 05 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „თელასიდან აცნობეს, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, აგლაძის, ბაქრაძის, თევდორე მღვდლის, კედიას, ხოშარაულის, დიდუბის, გოგოლაურის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.