„კავკაისია 2012" საქართველოს მიმრთ შანტაჟის და ზეწოლის მცდელობაა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012" შეფასებისას განუცხადა.
„ერთდროული წვრთვნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩრდილოეთ კავაკასიაში და სომხეთის სამხედრო ბაზაზე - ეს არის შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე და რეგიონში ვითარების დაძაბვის მცდელობა, რითაც რუსეთი ბოლო ასწლეულების განმავლობაშია დაკავებული", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად რუსეთის აგრესიული ქმედებებისა თანამედროვე საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით კრემლი ვერ გაბედავს საქართველოში ხელახალ სამხედრო ინტერვენციას.
„მას ეს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება. მაგრამ ის, რომ კუნთები აათამაშოს, საქართველო დააშინოს და დააშანტაჟოს ამაზე უარს არასდროს იტყვის", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დეპუტატმა.
გაბაშვილმა აღნიშნა, რომ აქამდე „კავკასია 2008" და „კავკასია 2009" ყოველთვის აგვისტოში ტარდებოდა, მაგრამ ახლა რუსეთის ხელისუფლებამ რატომღაც სექტემბრის თვე შეარჩია.
„ამაში დამატებითი ბოროტი ზრახვებია ჩადებული თუ არა კომენტარს ვერ გავაკეათებ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სამხედრო წვრთნები, როდესაც საქართველოს ყველა საზღვართან ერთდროულად უნდა ჩატრდეს, ეს უკვე ზეწოლაა", - დასძინა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაცია „კავაკასია 2012"-ს ფარგლებში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ჩრდილო კავკასიასა და სომხეთში ერთდროულად ჩაატარებს.
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, „კავკასია 2012" არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული ხასიათისაა და მანევრები აშშ-ისრაელის მხრიდან ირანზე შესაძლო დარტყმების განხორციელების შემთხვევაში საბრძოლო წვრთნების ფარგლებში გაიმართება.