. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გაეროს ყოფილ შენობაში ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო ჯგუფის ოთხმხრივი შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანის უფლებები, ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა. ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო ჯგუფი ქართული მხარის ინიციატივით შეიკრიბა. შეხვედრაზე ბოლო პერიოდში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისა და მძევლად აყვანის ფაქტებზეც იმსჯელეს.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი წარმოადგენდა. აფხაზ სეპარატისტებს კი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია. მასში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის. ეუთოსა და რუსი ოკუპანტების წარმომადგენლები.
ქართულმა მხარემ და ევროკავშირმა დღევანდელ სხდომაზე სეპარატისტების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის, გატაცების, მძევლად აყვანის, წამებისა და ძარცვის კონკრეტული დოკუმენტური და ვიდეომასალა წარადგინა. ამ არგუმენტებზე ოკუპანტებსა და სეპარატისტებს კონკრეტული პასუხი არ გაუციათ.
"ამ ბოლო დროს გაჩნდა ისეთი პრობლემები რომელებიც ადრე არ არსებობდა. ყველა საკითხი ევროკავშირის მხარდეაჭერით აქტიურად დადგა და განხილულ იქნა დღის წესრიგში რათა მომზადდეს ნიადაგი მათ გადასაჭრელად", _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილიმა.