საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობა გრძელდება. უხვმა ნალექმა ფოთიდან ზუგდიდისა და სენაკის მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. გზა მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა, თუმცა რამდენიმე საგზაო შემთხვევა მაინც მოხდა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელს დენი არ მიეწოდება. "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყება.