მენინგოკოქცემიის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წლინახევრის ბავშვია მოთავსებული. გოგონა ახალციხის რაიონიდან თბილისში ის მძიმესი მდგომარეობით გადმოიყვანეს. მას მაღალი სიცხე და კანზე მენინგოკოქცემიისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა უკვე სტაბილური.