დიდთოვლობა სატრანსპორტო მოძრაობას კვლავ პრობლემებს უქმნის. ზვავსაშიშროების მიზეზით უკვე რამდენიმე საათია სტეფანწმინდა-ლარსის გზის რამდენიმე მონაკვეთი დაკეტილია და გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.
ზოგიერთ ადგილას კი მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და გარკვეული შეზღუდვებით არის დაშვებული. აღსანიშნავია, რომ გუდაურის მიმართულებით გზა გახსნილია.