ტრანსკავკასიური მაგისტრალი ამ დრომდე დაკეტილია. მაგისტრალის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთზე ზვავების ხელოვნურად ჩამოშლის ღონისძიებები გრძელდება. განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, საავტომობილო მოძრაობა მაგისტრალზე ჯერაც დაკეტილია. ტრასის მთიან მონაკვეთებზე კი ზვავსაშიშროების საფრთხე კვლავინდებურად რეალურია.
"ზვავების ხელოვნურად ჩამოშლის სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება. ყველაფერი ამონდზეა დამოკიდებული. რაც შეეხება გზის გახსნას კი ხელსაყრელი მეტეოპირობების შემთხვევაში შესაძლოა გზა ხვალ საღამოს გაიხსნას", _ აცხადებს ბიბილოვი.
შეგახსნებთ, რომ ტრანსკავკასიური მაგისტრალი 15 იანვრიდან დაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები