21 იანვარს, ტრადიციულად, მსოფლიოში აღინიშნება ჩახუტების საერთაშორისო დღე. საქართველო მესამეჯერ უერთდება ამ დღეს და 21 იანვარს, 14:00 საათზე, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ხიდამდე მსვლელობა მოეწყობა.
ღონისძიების ორგანიზატორია ანზორ (ადო) ბერიკელაშვილი. მსვლელობის მონაწილეები შემთხვევით გამვლელებს ჩაეხუტებიან და გავუზიარებთ პოზიტიურ ენერგიას. მოგვიანებით ესტუმრებიან თბილისის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს (მეორე სკოლა-პანსიონი, თბილისი, ქერჩის 22) და მათ გადასცემენ ტკბილეულსა და სათამაშოებს.
ჩახუტების ნაციონაური დღე, პირველად ფართო მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს აღინიშნა. დღის დამაარსებელი კევინ ზაბორნია, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც უწოდებენ. მოგვიანებით ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა და მას ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა წელს პირველად, ნაციონალური ჩახუტების დღის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია ქართულ ენაზე.
არსებობს კვლევები იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანის შეხება, ჩახუტება პოზიტიურ გრძნობებს იწვევს, ხასიათის გამოკეთებას უწყობს ხელს და ემოციურ და სულიერ სიხალისეს ანიჭებს ადამიანებს.