საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ბასი აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ეხმიანება. ბასის თქმით, შეხვედრისას, რომელიც თეთრ სახლშია დაგეგმილი, რიგი საკითხები იქნება განხილული, მათ შორის ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობა.
"განხილვის საგანი იქნება ის რეფორმებიც, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ქვეყნის მომავალი, მიაღწიონ მეტ ეკონომიკურ წარმატებას და აირჩიონ თავიანთი ქვეყნის ლიდერები. პრეზიდენტების შეხვედრა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ემთხვევა", - განაცხადა ბასმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა 30 იანვარს თეთრ სახლში გაიმართება.