ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოსებისთვის გრიფის მინიჭების საფასური დადგინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანება უკვე ძალაშია.
მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის წიგნის გრიფის მინიჭების საფასურია 300, მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად გრიფის მინიჭების საფასური - 300 ლარი, ხოლო მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის წიგნის გრიფის მინიჭების საფასური - 1600 ლარი.
მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების საფასურია 1600 ლარი; მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების - 1600 ლარი; მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად და მოსწავლის წიგნის გრიფის მინიჭების - 1600 ლარი; მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების - 1600 ლარი; მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების ასევე 1600 ლარი.
უცხოური ენების საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების საფასური გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს თითოეული საფეხურისთვის - 4800 ლარს.