სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილის რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს - "კავკასია 2012"-ს ცალსახად პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს რუსეთის მხრიდან.
"მისი თქმით, ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს. ამ ნაბიჯს ანალიზისა და შეშფოთების გარეშე არ უყურებს არც საქართველოს ხელისუფლება და არც მისი დასავლელი პარტნიორები. მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება, როგორ განვითარდება მოსამზადებელი პერიოდი და ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება. წვრთნების შესახებ განცხადების წინასწარ გაკეთებით რუსეთმა ჩვეული ტაქტიკა გამოიყენა და შესაძლო რეაქციები "დატესტა"", - განაცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
არსებული ინფორმაციით, 2012 წლის შემოდგომას აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში რუსეთს სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" აქვს დაგეგმილი.