საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შიდა და გარე პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებითაა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში დაგეგმილი ვიზიტები იმის დასტურია, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ხდება, რაც არ მხოლოდ ქარტიის მოქმედების საიუბილეო ნაწილით, არამედ გამოწვევებით არის ნაკარნახევი.
"საქართველო შედის ძალაინ მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო ფაზაში ქვეყნის განვითარებისა, რაც უკავშირდება საგარეო საფრთხეების ზრდას სხვადასხვა საგარეო გეოპოლიტიკრი ფაქტორის გათვალისწინებით, რეგიონში ვითარება იძაბება. რუსეთის ხელისუფლების პოზიციები კავკასიასთან და საქართველოსთან მიმართებაში, უფრო ხისტ და მკვეთრ ხასიათს იღებს, რაზედაც რუსეთის სარდლობის განცხადებაც მეტყველებს სექტემბერშო მანევრების ჩატარებაზე", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, ასევე შემოდგომაზე, საქართველოს წინ აქვს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნები.
"ყველა ამ კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოს ყველაზე ახლო, სანდო სტრატეგიული და გავლენის მქონე პოლიტიკური პარტნიორის და მისი პირველი პირის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, ყოველგვარი გადაფასების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესია", - მიაჩნია უმცირესობის ლიდერს და დასძენს, რომ აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრისგან ელის საქართველოს მხარდაჭერას ტერიოტრიული მთლიანობისა და უსაფრხოების საკითხში და ასევე ელის ნათელ გზავნილებს, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საქართველოს ხელისუფლების მიმართ,