სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის მნიშვნელობა მისი სტატუსიდანაც გამომდინარეობს. როგორც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური სტატუსის მქონე ვიზიტი აშშ-ის პრეზიდენტთან.
"ეს შეხვედრა იქნება ძალიან მრავალმხრივი. ჩვენი სტრატეგიული ქარტიიდან გამომდინარე ყველა თემა და მიმართულება იქნება განხილული. იქნება ყოვლისმომცველი დიალოგი, ძალიან საქმიანი, დატვირთული და ყოვლისმომცველი", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა აშშ-ში 30 იანვარს თეთრ სახლში გაიმართება.