ამერიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე დადებითად აფასებს
როგორც ბარამიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა აღნიშნულ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის.
"საქართველოსა და აშშ-ის შორის ხელმოწერილია სტრაქტგიული თანამშრომლობის ქარტია და მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი და მისი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ქარტიის ფარგლებში ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით ყველა სფეროში. მათ შორის, დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების და ასევე თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, როგორც თავდაცვის ასევე უსაფრთხოების სფეროში. ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის სასურველი შედეგის მისაღწევად ნატო ჩიკაგოს სამიტის დროს ნატოს გადაწყვეტილების მიღებისას" ,- განაცხადა ბარამიძემ.