ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების საფასური დადგინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანება უკვე ძალაშია.
მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის წიგნის გრიფის მინიჭების საფასურია 300 ლარი და მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად გრიფის მინიჭების საფასურია 300 ლარია, ხოლო მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის წიგნის გრიფის მინიჭების საფასურია 1600 ლარი.
ასევე, მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების საფასური 1600 ლარია; მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების - 1600 ლარი; მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად და მოსწავლის წიგნის გრიფის მინიჭების - 1600 ლარი; მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების - 1600 ლარი; მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების ასევე 1600 ლარი.
უცხოური ენების საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების საფასური გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს თითოეული საფეხურისათვის - 4800 ლარს.