აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის პარლამენტთაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელის, ფრიდონ თოდუას მეთაურობით, აზერბაიჯანში ჩასული ქართული დელეგაცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო მეთაურის ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრაზე უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს ყველა სფეროში.მან ასევე აღნიშნა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის წარმატებული გარღმავება.
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარება და ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის ჯგუფის მუშაობა კავშირების გამყარებისთვის იმპულსის მიმცემია.
"თავის მხრივ, ფრიდონ თოდუამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ვიზითით კმაყოფილია. მან განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე მეორედ იმყოფება და არის მოწმე პროგრესისა და განვითარებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს", _ იუწყება აზერბაიჯანული მედია.