საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თურქმენეთში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქმენეთში ვაშაძე თავის პირველ ვიზიტს 18-19 იანვარს გამართავს, შესაბამისად ქართულ მხარეს მოლოდინებიც დიდი გვაქვს.
„ძალიან ბევრი ორმხრივი საკითხები დაგვიგროვდა, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების ჭრილში. იმედი გვაქვს, რომ მაღალი დონის შეხვედრები ეს ურთიერთობები ხელს შეუწყობს", - აცხადებენ სამინისტროში.
გრიგოლ ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტს, ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.