დღეს, დუბლინში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირლანდიასთან ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციები 18-19 იანვარს გაიმართება და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ირლანდია ამ წლის იანვრიდან ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ამის გათვალისწინებით კი ბევრი საკითხი დგას დღის წესრიგში.
ამასთან, ქართული მხარე მიესალმება ირლანდიის მიერ გაჟღერებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელშიც ასახულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის აღდღენის საკითხი, ასვე განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და საკუთარ სახლებში დევნილების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გარდა ეუთოს ფარგლებში განსახორციელებელი საკითხებისა, მხარეები ასევე განიხილება ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებსაც.