აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შეხვედრა 30 იანვარს ვაშინგტონში, თეთრს სახლში გაიმართება.
პრეზიდენტი ობამა მიხეილ სააკაშვილს ოვალურ კაბინეტში მიიღებს.
თეთრი სახლი იტყობინება, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება 20 წელი აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან.
„პრეზიდენტები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების. კულტურისა და უსაფრთხოების შემდგომი გამტკიცების საკითხებს განიხილავენ", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ობამა განსაკუთრებით ხაზს უსვამს საქართველოს წვლილს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში.
„აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აცხადებს თეთრი სახლი.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ასევე იმედოვნებს განიხილოს საქართველოში მომავალი არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარე რეფორმები, რომელებმაც უნდა უზრუნველყონ საქართველოს ჩამოყალიბებას სტაბიულურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ.