ჩილეში და ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა. ჩილეში მიწისძვრის სიძლიერემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრის ეპიტცენტრი ქალქ ვალპარაისოდან 161 კილომეტრში, 23,6 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რიხტერის შკალით 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის აღმოსავლეთითაც. მიწისძვრის ეპიტცენტრი კუნძულ ახალ პაუაზე 10 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოყოლია.