18 იანვარს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებისთვის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ამჟამინდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდება მოწოდება საქართველოს მოსახლეობისა და ჟურნალისტებისადმი.
"გარდა ამისა, გაკეთდება მეხუთე განცხადება პოლიტიკაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოსვლისა და "მრგვალი მაგიდა - "სამშობლოს" დაფუძნების შესახებ", - აცხადებენ ისინი.