თურქეთი სავიზო რეჟიმის გამკაცების საკითხს ქართველ უწყებებთან ცალკე განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოზქარმა განუცხადა.
მისი თქმით, კანონის მიღება საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის თანაბრად ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
„ეს არ არის უშულაოდ საქართველოს მოქლაქრეებთან დაკავშირებული კანონი, ის ეხება ყველა უხო ქვეყნის მოქალაქეს. იმის თქმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კანონები არსებობს, სწორი არ არის", - აღნიშნა თურქმა დეპუტატმა.
მისი თქმით, არის საკითხები, რომელიც შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრის დროს განიხილება.
„საქართველოსთან მიმართებაში დეტალებს ქართულ უწყებებთან ერთად განვიხილავთ", - აღნიშნა ბოზქარმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პარლამენტმა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ცვლილებები განახორცილა, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქლაქეებს ტურქეთის ტერიტორიაზე სამი თვის ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვალ სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.
კანონი ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან შედის.
აღსანიშნავია, რომ ძველი კანონმდებლობით, საქართველოს მოქლაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენა ასევე სამი თვით შეეძლოთ, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ პირს უკან დაბრუნება კვლავ სამი თვით საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთიდან მეორე დღესვე შეეძლო.