18 იანვარს, ონლაინ ენციკლოპედია „ვიკიპედიას" ინგლისური განყოფილება, მეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილი კანონპროექტის პროტესტის ნიშნად, ერთი დღით დაიხურება.
როგორც მისმა დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა განაცხადა," კანონპროექტის მხარადამჭრები ხალხის მოწინაღმდეგეებს უწოდებენ მათ, რომლებიც ეხმარებიან მეკობრეებს და ამ საქმიანობაში ხელს უწყობენ".
მისი განცხადებით, კანონპროექტი არასწორად არის დაწერილი, რადგან კონკრეტულად მეკობრეობის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა დახუროს საიტები, სადაც ინფორმაცია არასწორად შუქდება.