"ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მომავალ კვირას კიდევ ერთი სახელმწიფო - ეკვადორი აღიარებს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი მტკიცებით, ის უტყუარ ინფორმაციას ფლობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორრეა აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გააკეთებს.
"იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაშლა საერთაშორისო სამართლებრივად არ გაგრძელდეს, "ლეიბორისტული პარტია" სააკაშვილს და მის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, "ჰოლივუდელობა" შეწყვიტონ და სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სტრუქტურებთან, აშშ-სთან და პროგრესულ მსოფლიო თანამეგობრობასთან, რათა ეს დამანგრეველი პროცესი დროულად დაიბლოკოს", - განაცხადა ნათელაშვილმა.