დღეს, 17 იანვარს, თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია თბილისს ეწვევა. დღის პირველ ნახევარში დელეგაციის წევრები საქართველოს დედაქალაქს დაათვალიერებენ და მის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.
დღის პირველ ნახევარში თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში მივლენ და შეხვედრებს გამართავენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელსთან.
შემდეგ თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესტუმრებიან და მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ.
დღის მეორე ნახევარში თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას შეხვდებიან.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრს, კობა სუბელიანს შეხვდებიან.
დღის ბოლოს კი სტუმრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე მერაბიშვილს შეხვდებიან.