ქვესადგურში "საბურთალო-2" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 17 იანვარს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თელასიდან აცნობეს, შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის და ჯიქიას ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.