ხვალ, 17 იანვარს, 12:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, მთავარ პროკურატურაში პრაქტიკის გავლის მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდებათ (გორგასალის 24 ).
იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურისის სტუდენტებისთვის ეს კონკურსის მეორე და გადამწყვეტი ეტაპია - პროფესიული ტესტირებაში წარმატებული პრეტედენტებიდან საუკეთესოებს გასაუბრება გამოავლენს.