ხვალ, 17 იანვარს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, საერთაშორისოდ ცნობილი „თედექსის" (TEDx) პროექტის, საქართველოში განხორციელებასთან დაკავშირებით „თედექს-თბილისის" (TEDxTilisi) საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია, გამიართება.
პირველი ქართული TED ღონისძიება თბილისში 2012 წლის თებერვალში ჩატარდება. "თედექს - თბილისის" სტუმრებს საინტერესო, კრეატიული და ინოვაციური იდეებით დატვირთული დაუვიწყარი დღე ელით.
ღონისძიების ზოგადი თემაა „გრძელვადიანი ხედვა". სპეციალურად მოწვეული მომხსენებლები - ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, სამეცნიერო, დიპლომატიური და ხელოვნების დარგების ღირშესანიშნავი წარმომადგენლები - ღონისძიების ზოგადი თემის ფარგლებში საკუთარ პრეზენტაციებს წარმოადგენენ, მათთვის ახლობელ საკითხებზე.
"თედექს - თბილისის" მიზანია, საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში, გლობალური მასშტაბით შეტანილი წვლილისა და გავლენის წარმოჩენა, აგრეთვე სამომავლოდ, ამ მხრივ ახალი მიღწევებისათვის ბიძგის მიცემა.