საქართველოს პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებს უსასყიდლოდ იძლევა.
ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, როდიდან მუშაობს ალასანია საგარეო უწყებაში ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სურვილი ჰქონდა მასთან ხელშეკრულება გაგრძელებინა.
„აქ საუბარია არა დიპლომატიურ საქმინობაზე, არამედ ტექნიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც იმთავითვე უნდა ითქვას, რომ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და ეს არ არის მრჩევლის თანამდებობა", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საგარეო უწყებას სურს ალასანია გამოცდილება გაიზიაროს, რადგან მას ხანგძლუვი თანამშრომლობის აკავშირებს როგორც დიპლომატიურ წრეებთან, ასევე გარეოს მიმართულებით.
„მას მივმართეთ საკონსუსტაციო თხოვნით, მაგრამ აქვე მინდა დავძინო რომ, ეს მომსახურება იქნება უსასყიდლო", - აცხადებს კალანდაძე და აქვე დასძენს, რომ თემურ ალასანიას ხელშეკრულება 31 დეკემბერს ამიეწურა და მათ სურვილი აქვთ იანვარში კვალვ გააგრძელონ მასთან თანამშრომლობა.