აშშ-ის შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარტინ დემპსი მიმდინარე კვირას, სავარაუდოდ ხუთშაბათს, ისრაელში მიემგზავრება იმისათვის რათა ებრაელ სამხედროებთან ერთად თელ-ავივის მიერ ირანისათვის შესაძლო დარტყმის მიყენების საკითხი განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს ისრაელის თავდაცვის სამინისტროში, თუმცა მოლაპარაკებების თემატიკის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელეს.
აშშ-ს სამხედრო წყაროები აღნიშნავენ, რომ "აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ისრაელი შესაძლოა ემზადება ირანზე დარტყმისათვის, თეირანის ბირთვული პროგრამის გამო".