როდის დასრულდება ეროვნული ბანკის მიერ ბანკი ქართუს შემოწმება ბანკი ქართუს მენეჯმენტისთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის.
ბანკის პერზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩენვს რომ ეროვნული ბანკი ბანკ ქართუს არჩევნებამდე არ დატოვებს.
"არაფერი არ შეცვლილა და ეროვნული ბანკი ჩვენთან არაფერს არ სწავლობს და არაფერს არ აკეთებს. არ მაქვს არანაირი იმედი, რომ თუ საერთაშორისო ინსტიტუტების ზეწოლა არ იქნება ისინი ბანკიდან გავლენ. ალბათ ბანკში არჩევნებამდე დარჩებიან, თუმცა ჩვენ სარჩელის შეტანასაც ვაპირებთ" - განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი "ქართი ბანკში" გასული წლის ნოემბერში შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს სს. „ბანკ ქართუში" მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა, და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება ადგილზე, დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს სს „ბანკ ქართუში" შექმნილი ვითარება, პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია"