მორიგი საყოველთაო ნათლობა 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე გაიმართება. ეს რიგით 21 ნათლობა იქნება. საყოველთაო ნათლობა ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
"უდიდესი სიხარულია იმ ოჯახებისთვის ვინც ეს ბენდიერება მიიღო. პატრიარქის ნათლულობა ეს უდიდესი სიხარულია და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნათლიობა სულიერი მშობელი გახლავთ და როდესაც ეს სულიერი მშობელი თავად უწმინდესი ხდება, ეს რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა არის", - განაცხადა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მსახურმა, იღუმენმა ათანასემ (სვანიძე).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ამჯერად 560 ჩვილს მონათლავს.
ნათლისღების დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდეგ წყლის კურთხევა გაიმართება.
ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს.