წალენჯიხის რაიონში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ინციდენტი დაბა ჯვართან მოხდ, სადაც სვანეთიდან მომავალი ხის მასალით დატვირთული სატვირთო მანქანა მოცურდა და გადატრიალდა.
ავარიის დროს მანქანაში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო მესამე დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებით გადაიყვანეს.
ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა.