უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ საქართველოში თავისი ბოლო შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან გამართა.
საუბარი"მეტეხის ჩრდილში" მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ვერშბოუმ ბაჩო ახალაიასთან საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და საქართველოს თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. აღნიშნული არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე ვერშბოუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავრა.