იტალიაში მოკლული რევაზ ჭურაძე საქართველოში გადმოასვენეს. ოჯახის წევრების თქმით, მას ქუთაისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
რევაზ ჭურაძეს ქალაქ ბარში ამანათების გადამზიდავი ფირმა ჰქონდა გახსნილი. 9 იანვარს ის მოროს მოედანზე, საკუთარი ოფისის წინ მაყუჩიანი იარაღით ჩაცხილეს.
მოკლულს ცხრა ტყვია ესროლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.
რევაზ ჭურაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, თემურ ჭურაძის მამაა. ბარის პოლიცია ამ საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე აწარმოებს.